ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

გურეშიძის ბრინჯაო - ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულეს

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში ასპარეზობა 4 მედლით დაასრულა.

ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს სახელით მძიმე წონით კატეგორიაში ორი ძიუდოისტი - შალვა გურეშიძე და ირაკლი დემეტრაშვილი წარდგნენ, მათგან მედლის მოპოვება კი მხოლოდ ერთმა, შალვა გურეშიძემ შეძლო.

ახალგაზრდა სპორტსმენმა პირველ წრეში ყაზახ ნურსულთან კაბლანს იპონით მოუგო, მეორე წრეში კი ესტონელი კარლ პრილინ ტურკი გაფრთხილებებით დაამარცხა. მეოთხედფინალში გურეშიძე იაპონელ იუტა ნაკამურასთან იპონით დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ნიდერლანდელ იულს ბლომს იპონით აჯობა და ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.

შალვა გურეშიძის გარდა ბრინჯაოს მედლის მფლობელი თორნიკე მაზიაშვილიც (-60 კგ.) გახდა, გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ.) და გიორგი ტერაშვილმა (-73 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სარდალაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, მაზიაშვილი ბრინჯაოს დაჯერდა
სარდალაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, მაზიაშვილი ბრინჯაოს დაჯერდა