შოთა არველაძე
Aa
Aa

,,სწორედ ამიტომ უყვართ ფეხბურთი“ - არველაძე ნორვიჩთან გამარჯვების შემდეგ

ჩემპიონშიფის მესამე ტურში შოთა არველაძის ''ჰალ სიტიმ'' შინ დინ სმიტის გაწვრთნილი ''ნორვიჩი'' 2:1 დაამარცხა.

''ვეფხვების'' რიგებში კოლუმბიელმა ოსკარ ესტუპინიანმა დუბლი შეასრულა, 43-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 62-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა. ერთადერთი საპასუხო გოლი ჩილელმა მარსელინო ნუნიესმა შეაგდო.

გამარჯვების შემდეგ შოთა არველაძე მედიას ესაუბრა.

''დიდებული სტადიონი, დიდებული ატმოსფერო. ჩვენ გავიმარჯვეთ, ავიღეთ ქულები,სწორედ ამიტომ უყვართ ფეხბურთი ინგლისში და ყველგან. სწორედ ამიტომ მოდიან ქომაგები სტადიონზე, რომ იმარჯვებენ, იღებენ დიდ ემოციებსა და სიამოვნებას.

ვერ ვიტყვი, რომ ეს საუკეთესო თამაშია, რაც ჩვენ გვიჩვენებია, მაგრამ სტრატეგიულად სწორად ვიმოქმედეთ. ვფიქრობ, ეს სეზონის კარგი სტარტია.

გარკვეულ ეპიზოდებში მეტოქე დომინირებდა, თუმცა მათ რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ ერთხელ შექმნეს. ეს მეორე ტაიმში მოხდა.

ჩვენ ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც ჩვენზე ძლიერია, პრემიერ ლიგის დონის გუნდია. ისინი დომინირებდნენ, მაგრამ ჩვენ ორი განსხვავებული სისტემით ვითამაშეთ, რამაც გაამართლა''.

სამი ტურის შემდეგ შოთა არველაძის გუნდი დაუმარცხებელია, საწყის სამ ტურში 7 ქულა მოიპოვა, საკუთარ მოედანზე ''ბრისტოლსა'' და ''ნორვიჩს'' ერთნაირი ანგარიშით სძლია (2:1), ''პრესტონთან'' გასვლით მატჩში ქულა მოიპოვა (0:0).

მეოთხე ტურში ''ვეფხვები'' ვინსენტ კომპანის გაწვრთნილ ''ბარნლის'' ესტუმრებიან, შოთა არველაძისა და ბელგიელის სამწვრთნელო დაპირისპირება 16 აგვისტოს გაიმართება, რაც ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად გადატვირთული გრაფიკია ინგლისის რანგით მეორე ლიგაში.

ამ ეტაპზე ''ჰალი'' და ''უოტფორდი'' ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილს 7-7 ქულით ლიდერობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ეს იმაზე მეტია, ვიდრე ვიმედოვნებდი`` - ზივზივაძემ გოლების სერიაზე ისაუბრა
,,ეს იმაზე მეტია, ვიდრე ვიმედოვნებდი`` - ზივზივაძემ გოლების სერიაზე ისაუბრა