FIFA-მ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების თარიღი ოფიციალურად დაასახელა
მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს ყატარში გაიმართება. აზიაში პრესტიჟული და პოპულარული სანაკრებო ტურნირისთვის მზადება დიდი ხანია დაწყებულია. ორგანიზატორებს სურთ, ყველა დეტალის მოგვარება დროულად მოხერხდეს.
როგორც FIFA-ს ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ყატარსა და ეკვადორს შორის 20 ნოემბერს გაიმართება. მატჩი სტარტს თბილისის დროით 20:00 საათიდან აიღებს.
გასული დღეების მანძილზე Athletic-ი წერდა, რომ ტურნირის მასპინძელი ყატარის ნაკრები დაჟინებით ითხოვდა, მუნდიალის გახსნით მატჩში მონაწილეობა მასპინძელ ნაკრებს მიეღო.
There's only #100DaysToGo until we see the game's biggest stars take the pitch at the #FIFAWorldCup ????
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) August 12, 2022
ცოტა რამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2010 წელს მოიპოვა. ამ პერიოდის შემდეგ ადამიანები ნეპალიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან იღუპებიან.
სტატისტიკის მიხედვით, 1 კვირაში სამხრეთ აფრიკის 12 წარმომადგენელი კარგავს სიცოცხლეს. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ნეპალის და ინდოეთის 6 000 -ზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა. 2010 წლიდან 2020 წლის ჩათვლით კი პაკისტანის 1000-მდე მოქალაქის გარდაცვალება დაფიქსირდა.
გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი გაცილებით დიდია, რადგან მოცემულ სტატისტიკაში არ შედიან ადამიანები ფილიპინებიდან და კენიიდან. ასევე, სტატისტიკაში არ არის გათვალისწინებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2020 წლის ბოლო თვეებიდან და 2021 წლის დასაწყისის პერიოდში.
უკანასკნელ 10 წელიწადში ყატარში მხოლოდ სტადიონის მშენებლობა არ მიმდინარეობს. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მთლიანად ახალი ქალაქი შენდება, რომელშიც ბუნებრივია, უამრავი ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი: აეროპორტი, გზები, სახლები და ა.შ.
მომავალი მუნდიალის სახე ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, დევიდ ბექჰემი იქნება. ბექჰემი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კამპანიებში აქტიურად ჩაერთვება და ანაზღაურების სახით 277 მილიონ ევროს (150 მილიონი ფუნტი) გამოიმუშავებს.