ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ჯადოქრობა მოედანზე“ - ნაპოლი კვარაცხელიას ვიდეოს აქვეყნებს

ორშაბათს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლურმა გუნდმა წინასასეზონო მზადება დაასრულა და პირველი ტურის შეხვედრისთვის აქტიურად ემზადება. გუშინ, „ნაპოლის“ ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე წინასასეზონო შეკრებიდან ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტების კრებული გამოქვეყნდა, წარწერით: „პარასკევის გრძნობა: ჯადოქრობა მოედანზე“.

ამ პოსტის შემდეგ, კლუბთან დაახლოებულმა სააგენტომ Calcionapoli1926-მა დაწერა, რომ „ნაპოლის“ ამხანაგურ შეხვედრებში ყველაზე პროდუქტიულად თავი ქართველმა ფეხბურთელმა წარმოაჩინა და ახალი სეზონიდან ხვიჩა გუნდის საყრდენი ძალა იქნება.

რას წერს Calcionapoli1926:

Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტით, „ნაპოლიმ“ წინასასეზონო თამაშების გამო კვარაცხელიას პატივი მიაგო. ფაქტობრივად, ქართველი გარემარბი ლუჩიანო სპალეტის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავისი გოლებით, პასებით და მისი სტილისთვის დამახასიათებელი თამაშით.

ცნობისთვის, ხვიჩამ კლუბის წინასასეზონო შეკრებაზე 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს ახალ სეზონში პირველ შეხვედრას 15 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წინასასეზონო ეტაპისას შთაბეჭდილება მოახდინა“ – Guardian ხვიჩაზე
„წინასასეზონო ეტაპისას შთაბეჭდილება მოახდინა“ – Guardian ხვიჩაზე