„როდესაც 96 ქულას აგდებ, თამაშიც უნდა მოიგო“ - კალათბურთელების კომენტარები
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 8 ქულის სხვაობით, 96:104 დამარცხდა.
თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ მატჩში აშკარად გამოჩნდა ჩვენი გუნდის პრობლემები დაცვაში, თუმცა თავი ალბათ იმით უნდა გავიმხნეოთ, რომ შეხვედრა ამხანაგურის ხასიათს ატარებდა და ალბათ, ამის დანახვა აუცილებელიც იყო. ევრობასკეტამდე სამიოდე კვირა რჩება და იმედი გვაქვს, ქართველი კალათბურთელები დარჩენილ სატესტო შეხვედრებში ამ შეცდომებს მინიმუმამდე დაიყვანენ და ევროპის ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდებიან.
სწორედ ეს აღნიშნეს ქართველმა კალათბურთელებმა ისრაელთან მატჩისშემდგომ კომენტარებში, რომელსაც კრისტალსპორტი შემოგთავაზებთ.
თორნიკე შენგელია:
გიორგი შერმადინი:
დუდა სანაძე:
ცნობისთვის, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას ხვალაც გამართავს, თუმცა ეს მატჩი როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე მედიისთვის დახურული იქნება.