ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Gazzetta: „კვარაცხელიამ ნეაპოლში ყველას თავი შეაყვარა“

La Gazzetta dello Sport-ი „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს. იტალიური გამოცემა „პარტენოპეის“ შემტევ ხაზზე გვესაუბრება და იმ ფეხბურთელებზე ლაპარაკობს, რომლებიც ახალ სეზონში ვიქტორ ოსიმენს პასებით მოამარაგებენ.

„სერია A-ს გასულ სეზონში, ვიქტორ ოსიმენმა 14 საგოლე გადაცემა მიიღო და აქედან 12 ფლანგის ფეხბურთელებზე მოდის. ოსიმენს ინსინიემ (3), დი ლორენცომ (3), მარიო რუიმ (3), პოლიტანომ (2) და ლოზანომ გაატანინეს.

ოსიმენმა ინსინიეს ზუსტი პასები დაკარგა, მაგრამ მარცხენა ფლანგზე მოვიდა ბიჭი, რომელმაც თავი მთელ ნეაპოლს შეაყვარა და ლორენცოზე ბევრად სწრაფია. ხვიჩა კვარაცხელია ნიგერიელს უფრო მეტ თავისუფალ სივრცეს ჰპირდება და როგორც დი ლორენცო ამბობს, იგი მეტოქეებს ისე სცდება, როგორც ბოულინგის ბურთი - კეგლებს“.

ცნობისთვის, ხვიჩას „ნაპოლიმ“ ბოლო ამხანაგური შეხვედრა „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართა და მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. „კვარა“ ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა და მოედანზე 70 წუთი გაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისთვის შთაგონების წყაროა“ - კრემონეზეში ორი ქართველი ირიცხება
„მისთვის შთაგონების წყაროა“ - კრემონეზეში ორი ქართველი ირიცხება