დაჩი ლორთქიფანიძე, დავით ლორთქიფანიძე
Aa
Aa

საყრდენი კაპიტნის თვისებებით - ქართველი ძმები იტალიურ ფეხბურთში

იტალიური ''კრემონეზეს'' 19-წლამდე გუნდში საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი დაჩი ლორთქიფანიძე დააწინაურეს.

17 წლის ქართველი მოთამაშე, რომელიც იტალიურ კლუბის ასაკობრივ გუნდებში ოთხი წელია ასპარეზობს, ''კრემონეზეს'' 16-წლამდე გუნდის კაპიტანი იყო. ის ასევე კაპიტნობდა ''კრემონეზეს'' 17-წლამდე გუნდს. 17-წლამდე გუნდში დაჩის ლუკა ბელინგერი წვრთნიდა, რომელსაც ფეხბურთელობისას ''კომოსა'' და ''ლივორნოს'' რიგებში სერია ა-ში უთამაშია.

დაჩი ლორთქიფანიძის მთავარი პოზიციაა საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.

2022-23 წლების სეზონს დაჩი ''კრემონეზეს'' 19-წლამდე გუნდში გაატარებს, სადაც მისი მთავარი მწვრთნელი 45 წლის იტალიელი სპეციალისტი ელია პავესი იქნება.

''კრემონეზეს'' 19-წლამდე გუნდის კაპიტანი 2004 წელს დაბადებული მოთამაშეა, რომელიც 19-წლამდე გუნდს მეორე სეზონია კაპიტნობს. შესაძლოა, შემდგომში 19-წლამდე გუნდის კაპიტანი ქართველი საყრდენი გახდეს, ის კაპიტნის თვისებებით გამოირჩევა.

დაჩი ლორთქიფანიძემ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 18 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

იტალიაში ასპარეზობს დაჩის ძმა, 21 წლის ნახევარმცველი დავით ლორთქიფანიძე. მას რამდენიმე იტალიურ გუნდში უასპარეზია, გამოსარჩევია ბერგამოს ''ატალანტას'' ასაკობრივი გუნდი და ''პადოვას'' 19-წლამდე გუნდი. 2019 წელს სერია ბ-ში ''ლივორნოსთან'' შეხვედრაში ''პადოვას'' სამატჩო განაცხადში მოხვდა, თუმცა არ უთამაშია. ამჟამად, დავით ლორთქიფანიძე ''იუნაიტედ რიჩონეს'' წევრია, რომელიც სერია D-ში გამოდის.

დავით ლორთქიფანიძეს საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეტევა დიდებულად დაასრულა - უნგრული მედია ზივზივაძეზე
შეტევა დიდებულად დაასრულა - უნგრული მედია ზივზივაძეზე