ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

„თავისი დრიბლინგით ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“ - ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე

„ნაპოლის“ ფეხბურთელებმა, ჯოვანი დი ლორენცომ და სტანისლავ ლობოტკამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს. „პარტენოპეის“ კაპიტანმა განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბის გულშემატკივრები მას აუცილებლად დააფასებენ, ლობოტკამ კი დასძინა, რომ ქართველმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

დი ლორენცო: „კვარაცხელია სპალეტის სათამაშო სქემაში მალევე ჩაჯდა. იგი მეტოქეებს ისე სცდება, როგორც ბოულინგის ბურთი - კეგლებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივრები მას აუცილებლად დააფასებენ“.

ლობოტკა: „კვარაცხელიამ თავისი დრიბლინგის უნარით ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელიც რაღაც მხრივ, ინსინიეს ჰგავს და რაღაც მხრივ, მისგან განსხვავებულია“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ცნობილმა გამოცემამ, The Athletic-მა „კვარას“ შესახებ დაწერა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი „ნიუკასლის“ გარემარბს, ალან სენ-მაქსიმენს აგონებს. ხვიჩაზე Il Giornale-იც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიელმა კომენტატორებმა კონკურსი გამოაცხადეს, რათა „კვარას“ მარტივი მეტსახელი მოუფიქრონ, თორემ მისი სახელისა და გვარის წარმოთქმა ურთულესია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სარდალაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, მაზიაშვილი ბრინჯაოს დაჯერდა
სარდალაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, მაზიაშვილი ბრინჯაოს დაჯერდა