გიორგი პაპუნაშვილი
Aa
Aa

გიორგი პაპუნაშვილი სერბეთის ჩემპიონატში? - რას წერს ადგილობრივი მედია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთის ჩემპიონატის კლუბ რადნიცკიში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.

28 წლის ფეხბურთელი ბოლოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ქუთაისის „ტორპედოში“ ირიცხებოდა და იმერული კლუბის მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა.

პაპუნაშვილი სხვადასხვა წლების განმავლობაში ლიმასოლის „აპოლონში“, სანტადერის „რასინგში“, „სარაგოსაში“, „ვერდერის“ მეორე გუნდში და თბილისის „დინამოში“ თამაშობდა.

26 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში 14 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლის გატანაც მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალიან ბედნიერი ვარ! - ლოჩოშვილის პირველი კომენტარი სერია A-ში გადასვლის შემდეგ
ძალიან ბედნიერი ვარ! - ლოჩოშვილის პირველი კომენტარი სერია A-ში გადასვლის შემდეგ