მომდევნო მეტოქე ცნობილია - რომან დოლიძე ოქტაგონს უბრუნდება
UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე ოქტაგონს უბრუნდება. 34 წლის მებრძოლმა სოციალურ ქსელში მომდევნო ორთაბრძოლა დააანონსა და მეტოქის ვინაობაც დაასახელა.
როგორც რომან დოლიძე ამბობს, მისი მომდევნო მეტოქე ფილ ჰეივსი იქნება, ორთაბრძოლა კი 29 ოქტომბერს გაიმართება.
რომან დოლიძის მომავალი მეტოქე 33 წლისაა და წარმოშობით აშშ-დან არის. ფილ ჰეივსს MMA-ს ეგიდით 15 ბრძოლა აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე კი 12 გამარჯვება და 3 მარცხია. UFC-ში ის 2020 წლიდან ირიცხება და დღემდე ჩატარებული 5 ორთაბრძოლიდან 4-ში მოახერხა გამარჯვება.
რაც შეეხება რომან დოლიძეს, MMA-ში მისი ბალანსი 11:1-ზეა. UFC-ში ჩატარებული 5 ორთაბრძოლიდან კი ქართველმა მებრძოლმა 4-ის მოგება მოახერხა. დოლიძე ბოლოს 18 ივლისს, კაილ დაუკაუსს შეხვდა და მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა.
რომან დოლიძე VS კაილ დაუკაუსი