გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ისევ 28-ნომრიანი მაისური - ვალენსიამ მომდევნო სეზონისთვის ფეხბურთელთა ნომრები დაასახელა

„ვალენსიამ“ ფეხბურთელთა ნომრები დაასახელა, რომლებითაც ისინი ლა ლიგის მომდევნო სეზონში იასპარეზებენ. „ღამურების“ ქართველ კარის დარაჯს, გიორგი მამარდაშვილს ცვლილებები არ შეეხო და 2022-23 წლების გათამაშებაშიც 28-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

Cadena Ser-ის მიხედვით, „მამარდა“ კვლავ სარეზერვო გუნდში იქნება დარეგისტრირებული და 28-ნომრიანი მაისური ამის დასტურია. ლა ლიგის წესების მიხედვით, ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს 1-დან 25-მდე ნომრები უნდა ჰქონდეთ და ქართველი მათ შორის არაა, თუმცა ეს პრობლემა არ გახლავთ.

გიორგი „ჩეს“ მთავარი მეკარე იქნება და ჯენარო გატუზოს მისი იმედი აქვს. ესპანეთის ჩემპიონატის რეგულაციებით, კლუბებს შეუძლიათ, სარეზერვო გუნდებში დარეგისტრირებული 4-4 ფეხბურთელი გამოიყენონ, მაგრამ აუცილებელია, მოედანზე ძირითადი გუნდის მინიმუმ 7 მოთამაშე იყოს. ასე რომ, ეს ფაქტი მამარდაშვილის სათამაშო დროს არ შეამცირებს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
10 აგვისტოს სატრანსფერო ზონა