დუშან ტადიჩი
Aa
Aa

დუშან ტადიჩს მძარცველები თავს დაესხნენ - მათ საათის წართმევა უნდოდათ

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანს, დუშანს ტადიჩს მძარცველები თავს დაესხნენ. De Telegraaf-ის ინფორმაციით, 27 ივლისის საღამოს, სერბი ფეხბურთელი მანქანიდან გადმოდიოდა, როცა ორი ადამიანი მიუახლოვდა და მისი ძვირადღირებული საათის წართმევა სცადა.

ტადიჩი მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და გაქცევა სცადა. რამდენიმე მეტრის გარბენის შემდეგ, მასსა და მძარცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დუშანმა მოახერხა და ერთ-ერთ მათგანს სახეში მოარტყა, თუმცა თავად ხელი დაიზიანა.

საბოლოოდ, ტადიჩი იქვე მდებარე კაფეში დაიმალა. თავდამსხმელებმა კი მიზანს ვერ მიაღწიეს და ადგილიდან სკუტერით მიიმალნენ. Del Telegraaf-ის ცნობით, ამ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ დუშანის სახლში შეჭრა სცადეს. ისინი კურიერების ფორმაში გამოეწყვნენ და ზარი დარეკეს, თითქოს დანიშნულების ადგილას პიცა მიიტანეს. ტადიჩი სახლში არ იმყოფებოდა, მის მეუღლეს კი ეჭვები გაუჩნდა და კარის გაღებაზე უარი განაცხადა.

სხვათა შორის, მიღებული დაზიანების მიუხედავად, ტადიჩმა ნიდერლანდების სუპერთასის შეხვედრაში მაინც იასპარეზა და პსვ-სთან მატჩში ხელი შეხვეული ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან შეცდომის დაშვება არ შეიძლება“ - იტალიურ პრესაში ზუროსის გუნდზე წერენ
„საქართველოსთან შეცდომის დაშვება არ შეიძლება“ - იტალიურ პრესაში ზუროსის გუნდზე წერენ