ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმება გაიარა - ლოჩოშვილის ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება

ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „კრემონეზეს“ რიგებში განაგრძობს. რამდენიმე წუთის წინ, Tuttomercatoweb-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელიც იტალიური კლუბის სატრანსფერო საქმიანობას მიუძღვნა და ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციაც გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ლოჩოშვილმა „კრემონეზეში“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მისი ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს საათებში დადასტურედება. Tuttomercatoweb-ის მიხედვით, ლუკა და სირიელ დესერსი „ლა კრემოს“ მე-17 და მე-18 შენაძენი გახდებიან და უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ „ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტის, დიტმარ რიგლერის მიხედვით, ლუკას ტრანსფერზე ორი კლუბი აქტიურობდა: „ვერონა“ და „კრემონეზე“. ფინანსური კუთხით ორივე კლუბის მხრიდან მსგავსი წინადადებები იყო და არჩევანი ქართველმა ფეხბურთელმა გააკეთა.

„კრემონეზე“ ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1.6 მილიონ ევროს გადაიხდის. თანხის ოდენობით, ლუკას ტრანსფერი „ვოლფსბერგერის“ ისტორიაში მეორე ადგილზეა. ლოჩოშვილი ავსტრიულ კლუბს 2020 წელს, თბილისის „დინამოდან“ შეუერთდა და „ვოლფსბერგერის“ მაისურით 71 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბიჭებისგან მეტს ველოდები“ - არველაძემ ბრედფორდთან მარცხზე ისაუბრა
„ბიჭებისგან მეტს ველოდები“ - არველაძემ ბრედფორდთან მარცხზე ისაუბრა