გურამ ხვედელიძე
Aa
Aa

მორიგი ქართველი ესპანეთში - ხვედელიძე რეალ ავილესში ითამაშებს

ესპანეთის რანგით მეოთხე ლიგის ''რეალ ავილესის'' შემადგენლობაში 20 წლის ქართველი ფეხბურთელი გურამ ხვედელიძე ჩაირიცხა. ''რეალ ავილესის'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველმა ''ათიანმა'' ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კონტრაქტის გაფორმებამდე შემტევი სტილის ნახევარმცველმა ''რეალ ოვიედოსთან'' და ხიხონის ''სპორტინგთან'' ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა.

გურამ ხვედელიძე ''საბურთალოს'' აღზრდილია. ასევე, ''ტორინოს'' 17-წლამდე გუნდში თამაშობდა. გარკვეული პერიოდი ლატვიაში გაატარა, ახლა კი ესპანურ კლუბს შეუერთდა.

ესპანურ კლუბებში კიდევ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, კერძოდ: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ლა ლიგა), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ლა ლიგა 2), გიორგი მაკარიძე (პონფერადინა, ლა ლიგა 2), ლუკა ხარშილაძე (ელდენსე, რანგით მესამე ლიგა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, რანგით მესამე ლიგა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგნები პრემიერ ლიგის ისტორიიდან - Athletic-მა გაბრაზებული ქეცბაია გაიხსენა
საგნები პრემიერ ლიგის ისტორიიდან - Athletic-მა გაბრაზებული ქეცბაია გაიხსენა