რაიან გიგზი
Aa
Aa

გიგზის საქმის დეტალები - მეგობარ გოგონას ლეპტოპი ესროლა, მის მეგობრებს ემუქრებოდა

8 აგვისტოს, მანჩესტერში სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც რაიან გიგზის საქმეს განიხილავენ. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს მეგობარ გოგონაზე, ქეით გრევილზე თავდასხმასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. დღეს, გრევილის ჩვენების ამსახველი 105-წუთიანი ვიდეო აჩვენეს და სააშკარაოზე მათი სასიყვარულო ურთიერთობის დეტალები გამოვიდა.

გრევილის თქმით, სასიყვარულო ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა ორივე მათგანი დაქორწინებული იყო. ორი თვის შემდეგ, ქეითი მეუღლეს დაშორდა და გრძნობდა, რომ გიგზი მისი მეორე ნახევარი და საუკეთესო მეგობარი იყო, თუმცა გამაფრთხილებელ ნიშნებს მაინც ხედავდა და ნელ-ნელა ურთიერთობა ტოქსიკური გახდა.

საბოლოოდ, გრევილმა გიგზთან დაშორება გადაწყვიტა და 2020 წლის 1-ელ ნოემბერს მოხდა ინციდენტი, როცა უელსელმა ფეხბურთელმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და ქეითს თავი ჩაარტყა. გრევილმა ეს არჩევანი მას შემდეგ გააკეთა, რაც გიგზის მორიგი ღალატის შესახებ შეიტყო და უნდოდა, სახლიდან საკუთარი ნივთები მანამ წაეღო, სანამ რაიანი დაბრუნდებოდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა და უელსელის მხრიდან ძალადობას ადგილი სწორედ მაშინ ჰქონდა.

გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როცა გიგზი მის დაშანტაჟებას ცდილობდა და ინტიმური შინაარსის ვიდეოების მისი მეგობრებისთვის გაგზავნით ემუქრებოდა. გრევილის თქმით, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ყოფნისას, გიგზმა მას ზურგში ფეხი ისე ძლიერად ჩაარტყა, რომ ლოგინიდან გადმოაგდო და იატაკზე აღმოჩნდა. ეს ყველაფერი არაა. რაიანმა მას ლეპტოპი ესროლა და ოთახიდან ორჯერ გააგდო. რაიანმა იგი სასტუმროს კორიდორში შიშველი დატოვა. 10 წუთის შემდეგ კი დააბრუნა და მასთან ინტიმური კავშირი ჰქონდა. 48 წლის ქალბატონი იმასაც ამბობს, რომ უელსელი მის მეგობრებს ეფლირტავებოდა და მის დას სახეში იდაყვი ჩაარტყა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცი კაენთან დამარცხდა - მიქაუტაძემ 87 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო
მეცი კაენთან დამარცხდა - მიქაუტაძემ 87 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო