დადებით ძალას მაძლევენ - არველაძემ ჰალის ქომაგებზე ისაუბრა
ინგლისის ლიგის თასის პირველ ეტაპზე შოთა არველაძის გაწვრთნილი ''ჰალ სიტის'' მეტოქე ''ბრედფორდია'', რომლის მთავარი მწვრთნელი უელსელი მარკ ჰიუზია.
მატჩამდე შოთა არველაძემ ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა.
''ქუჩებში ხალხს ვხვდები და ეს საოცარი გრძნობაა. მე ჯერ კიდევ დიდ კრიტიკას ვიღებ თურქი და ქართველი ქომაგებისგან, მაგრამ იმ ადამიანებისგან მიღებული პოზიტიური კომენტარები, რომლებიც მოდიან და ფეხბურთზე საუბარი სურთ, დადებით ძალას მაძლევს, რასაც ემატება ის, რომ იცი, რაღაც ღირებული გააკეთე, რის გამოც, მათ გაღიმება ისევ შეუძლიათ.
დიდებულია, როცა ''ჰალის'' ყველა ქომაგს ესმის, სადაც ვართ ახლა და სად გვსურს ყოფნა და რამდენად რთულია იმ ოცნების შესრულება, რომელიც ჩვენ გვაქვს. ისინი გვაკრიტიკებენ სწორ დროს. ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა''.
გამოცემა Hull Story შოთა არველაძის შესახებ წერს, რომ იანვრიდან მოყოლებული შოთა არველაძე აღმოსავლეთ იორკშირში პოპულარული ფიგურა გახდა.
Spotted in Beverley earlier #hcafc pic.twitter.com/0VSsV5n3AE
— Essex Tigers (@essextigers) August 7, 2022
ინგლისის ლიგის თასზე ''ბრედფორდი'' - ''ჰალ სიტის'' დაპირისპირება 9 აგვისტოს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.