ნაპოლი სუსტდება - ფაბიან რუისი პარი სენ-ჟერმენში გადადის
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ერთ-ერთ ლიდერს, ფაბიან რუისს კარგავს. ამ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს და იტყობინება, რომ ესპანელი ფეხბურთელი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ განაგრძობს.
როგორც ირკვევა, ფრანგულ გრანდს რუისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს. ახლა მთავარი გამოწვევა „ნაპოლისთან“ საერთო ენის გამონახვაა, რაც პრობლემა არ უნდა იყოს. რომანოს ცნობით, მხარეები საბოლოო დეტალებზე მუშაობენ და ტრანსფერი მალე გამოცხადდება.
Paris Saint-Germain have full agreement on personal terms with Fabián Ruiz. It's matter of final details with Napoli then deal will be done, Luis Campos on it to anticipate Real Madrid - they want him for free in 2023. ???????????????? #PSG
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 8, 2022
PSG and Napoli, also working on Keylor Navas. pic.twitter.com/gJr0811Bcm
„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორი, ლუის კამპოსი საქმეში უშუალოდაა ჩართული. მას სურს, „რეალს“ აჯობოს, რომელიც აპირებდა, ფაბიან რუისი 2023 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გაეფორმებინა. საინტერესოა, რომ ესპანელის გარდა, პსჟ და „ნაპოლი“ კეილორ ნავასის ტრანსფერზეც მუშაობენ.
ცნობისთვის, სერია A-ს გასულ სეზონში, რუისმა მონაწილეობა 32 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევრო გახლავთ.