მამარდაშვილის კონკურენტმა ვალენსია დატოვა - სილესენი ნაიმეგენში გადავიდა
გიორგი მამარდაშვილის მთავარმა კონკურენტმა, იასპერ სილესენმა „ვალენსია“ დატოვა. ნიდერლანდელის წასვლის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში იწერებოდა და 33 წლის გოლკიპერი კარიერას სამშობლოში, „ნაიმეგენის“ რიგებში განაგრძობს. კლუბმა ტრანსფერი უკვე დაადასტურა და სილესენთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
✍???? ????????????????????'???? ???????? ???????????? ????????????????????#CILLESSEN2025 pic.twitter.com/3xXbf8oIpZ
— N.E.C. Nijmegen (@necnijmegen) August 8, 2022
„ძალიან ბედნიერი ვარ, სახლში რომ დავბრუნდი. ბოლო 10 წლის განმავლობაში საოცარი თავგადასავალი მქონდა და ნაიმეგენში გადმოსვლა იდეალური გაგრძელებაა, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერია. ნაიმეგენი ლამაზ პროექტზე მუშაობს და მინდა, მისი ნაწილი ვიყო. ვფიქრობ და იმედი მაქვს, ჩემი გამოცდილების წყალობით, გუნდს რაღაცას შევძენ“, - განაცხადა ნიდერლანდელმა.
შეგახსენებთ, რომ სილესენი გიორგი მამარდაშვილის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იყო. მისი წასვლის შემდეგ, „ვალენსიაში“ „მამარდას“ გარდა, მეკარის პოზიციაზე ხაუმე დომენეკი და კრისტიან რივერო დარჩნენ. AS-ის ცნობით, მათ ქართველი გოლკიპერისთვის კონკურენციის გაწევა სურთ და კლუბის დატოვებას არ განიხილავენ.
ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.