პოლიციელმა შუბლში ესროლა - ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ლეგენდა სან პაულუში მოკლეს
Aa
Aa

პოლიციელმა შუბლში ესროლა - ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ლეგენდა სან პაულუში მოკლეს

ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ლეგენდა, ლეანდრო ლო სან პაულუს ერთ-ერთ ღამის კლუბში მოკლეს. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, მსოფლიოს 8-გზის ჩემპიონს პოლიციის ოფიცერთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა, რის შემდეგაც, ამ უკანასკნელმა შუბლში ესროლა.

Globo-ს ცნობით, კლუბში ყოფნისას, პოლიციელი ენრიკე ოტავიო ოლივეირა ველოსო, რომელიც იმ მომენტში სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, ლეანდრო ლოს მაგიდასთან მივიდა, ბოთლი აიღო და მუქარის შემცველი ჟესტი განახორციელა, რასაც ვითარების დაძაბვა მოჰყვა. ლოსა და ველოსოს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, რომელიც რამდენიმე წამს გაგრძელდა.

Globo-ს მიხედვით, კლუბში მყოფმა ადამიანებმა ისინი გააშველეს, რის შემდეგაც ველოსომ იარაღი ამოიღო და ლოს შუბლში ესროლა. ბრაზილიელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაცვლილად გამოაცხადეს. პოლიციას დამნაშავე ჯერ არ დაუკავებია და ველოსო ძებნაში იმყოფება.

ლოს ტრაგედიას MMA-ის სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის ოჯახს თანაგრძნობა ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა გამოუცხადეს, როგორებიც UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ჯოშ ტომსონი, UFC-ის მსაჯი მარკ გოდარდი და UFC-ის კომენტატორი ჯონ გუდენი არიან.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილებაზე გამოვიდა და გაიტანა - ზივზივაძის მე-4 გოლი მე-5 შეხვედრაში
ცვლილებაზე გამოვიდა და გაიტანა - ზივზივაძის მე-4 გოლი მე-5 შეხვედრაში