მარკოს ალონსო
Aa
Aa

დეტალებიღაა მოსაგვარებელი - მარკოს ალონსო ბარსელონას უახლოვდება

„ბარსელონა“ სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას განაგრძობს. კატალონიური გრანდის მორიგი სამიზნე მარკოს ალონსო გახლავთ და ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ ტრანსფერის გაჩარხვასთან ერთ ნაბიჯშია.

იტალიელ სატრანსფერო ექსპერტს თუ დავუჯერებთ, „ბარსა“ გარიგებას ძალიან მალე დახურავს. პარასკევიდან მოყოლებული, კლუბებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული და შეთანხმებამდე მცირე დეტალებიღაა მოსაგვარებელი.

როგორც ირკვევა, ესპანელ მცველს კამპ ნოუზე გადასვლა სურს და უნდა, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. სატრანსფერო თანხა სავარაუდოდ 10 მილიონ ევროზე ნაკლები იქნება და რომანოს თუ დავუჯერებთ, გარიგება ამ კვირაში გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, რომ ჩელსიმ მარკ კუკურელია შეიძინა და ბენ ჩილუელი ჰყავს, რის გამოც ალონსოს ბევრი სათამაშო დრო ნამდვილად არ მიეცემა. „ბარსა“ მისით დიდი ხანია ინტერესდება და კატალონიელები მიზანს მალე მიაღწევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები