ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა უზბეკ ფეხბურთელადაა მოხსენიებული - ANSA-ს სერიოზული შეცდომა

ANSA ახალი ამბების სააგენტოა, რომელიც იტალიურ პრესაში ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციად ითვლება. რამდენიმე საათის წინ, ANSA-მ სტატია გამოაქვეყნა და სერია A-ს გუნდების ახალ ფეხბურთელებზე ისაუბრა. ბუნებრივია, ყურადღების ცენტრში „ნაპოლიც“ მოექცა, რომელმაც ამ ზაფხულს, რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა.

„პარტენოპეის“ ახალწვეულებზე ლაპარაკისას, ANSA-მ ხვიჩა კვარაცხელია, ლეო ესტიგორი, მატიას ოლივერა და კიმი ახსენა, ჩვენთვის საინტერესო კი ისაა, რომ კვარაცხელია უზბეკ ფეხბურთელადაა მოხსენიებული.

„მილანის მსგავსი პოლიტიკა გაატარა ნაპოლიმ, რომელმაც ორი მნიშვნელოვანი ელემენტი დაიმატა. ურუგვაელი მარცხენა მცველი, ოლივერა და გარემარბი კვარაცხელია. უზბეკი ფეხბურთელი, რომელსაც როგორც ჩანს, შეუძლია, ტოპ მოთამაშე გახდეს“, - წერს ANSA.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას „ნაპოლიმ“ ბოლო ამხანაგური შეხვედრა „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართა და მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. „კვარა“ ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა და მოედანზე 70 წუთი გაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქ ყოფნით ბედნიერი ვარ“ - ცრვენა ზვეზდამ ირაკლი აზაროვი წარადგინა
„აქ ყოფნით ბედნიერი ვარ“ - ცრვენა ზვეზდამ ირაკლი აზაროვი წარადგინა