ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ცვლილებაზე გამოვიდა და გაიტანა - ზივზივაძის მე-4 გოლი მე-5 შეხვედრაში

უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურში ''მოლ ფეჰერვარმა'' შინ ''ჰონვედი'' 4:0 დაამარცხა.

70-ე წუთზე თამაშში ბუდუ ზივზივაძე ჩაერთო, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა 84-ე წუთზე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგის სამ მატჩში 3 გოლი შეაგდო, უნგრეთის ჩემპიონატის ორ შეხვედრაში კი ერთი გოლით გამოიჩინა თავი. საერთო ჯამში, სეზონის სტარტზე მის აქტივში 4 გოლია (ხუთ შეხვედრაში).

''მოლ ფეჰერვარი'' შემდეგ მატჩს კონფერენს ლიგაზე ''პეტროკუბთან'' ჩაატარებს. შეხვედრა 11 აგვისტოს გაიმართება. პირველი შეხვედრა ზივზივაძის გუნდის გამარჯვებით 5:0 დასრულდა. მეხუთე გოლი ქართველმა ფორვარდმა პენალტის ნიშნულიდან შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა VS ესპანიოლი - სპალეტის გუნდის უგოლო ფრე
ხვიჩა VS ესპანიოლი - სპალეტის გუნდის უგოლო ფრე