ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმება დაიგეგმა - ლოჩოშვილი იტალიაში მიემგზავრება

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, უახლოეს საათებში ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი იტალიაში გაემგზავრება. ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება 8 აგვისტოსაა დაგეგმილი. მასთან ერთად ''კრემონეზეში'' სამედიცინო შემოწმებას ''ლაციოს'' ყოფილი ნახევარმცველი გონსალო ესკალანტე და ნიდერიელი ფორვარდი სირილ დესერსი გაივლიან.

''ვოფლსბერგერის'' პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმა Sky Sports-თან საუბარში ლოჩოშვილის სერია ა-ში გადასვლა დაადასტურა:

''ლუკას ტრანსფერზე ორი კლუბი ძალიან აქტიურობდა: ჰელას ''ვერონა'' და ''კრემონეზე''. ფეხბურთელმა არჩევანი ''კრემონეზეს'' სასარგებლოდ გააკეთა. ფინანსური კუთხით ორივე კლუბის მხრიდან მსგავსი წინადადებები მივიღეთ. მას მივეცით უფლება, რომ არჩევანი თავად გაეკეთებინა. მან ''კრემონეზე'' აირჩია''.

''კრემონეზე'' ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს გადაიხდის. თანხის ოდენობით ლოჩოშვილის ტრანსფერი ''ვოლფსბერგერის'' ისტორიაში მეორე ადგილზეა.

შეგახსენებთ, კლუბის პრეზიდენტს, დიტმარ რიგლერს სურდა, რომ ლოჩოშვილს კონფერენს ლიგაზე, ''გზირასთან'' საპასუხო მატჩში ეთამაშა, თუმცა როგორც ჩანს, ლუკას ავსტრიული კარიერა დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დინამოს გამარჯვება სამტრედიაში - რუსთავმა გარდაბანი 8:1 დაამარცხა
დინამოს გამარჯვება სამტრედიაში - რუსთავმა გარდაბანი 8:1 დაამარცხა