ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, იასპერ სილესენი
Aa
Aa

ELDESMARQUE: სილესენი მამარდაშვილის ჩრდილში იყო, აუცილებლად უნდა წასულიყო

ესპანური გამოცემა Eldesmarque.com-ი „ვალენსიაში“ იასპერ სილესენისა და გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს და ამბობს, რომ კლუბში ქართველი მეკარის მოსვლის შემდეგ, სილესენი ჩრდილში მოექცა, რის გამოც მისთვის რეგულარული სათამაშო დროის მიცემა შეუძლებელი გახდა.

ამის გამო ნიდერლანდელი მეკარისთვის ერთადერთი გამოსავალი „ღამურების“ დატოვება გახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშიც საეჭვო იქნებოდა.

რას წერს ELDESMARQUE:

გასულ სეზონში, გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე თამაშით ლა ლიგაში ხოსე ბორდალასის ნდობა მოიპოვა და სეზონი ბრწყინვალედ დაასრულა. ახლა ქართველი ფეხბურთელი გატუზოსთან ერთად ახალ სეზონს დაიწყებს, რის გამოც სილესენს სათადარიგოთა სკამზე მოუწევდა ყოფნა. იმის მიუხედავად, რომ მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აქვს, მისი მხრიდან წასვლის გადაწყვეტილება ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება.

ნიდერლანდელი მეკარე „ვალენსიასთვის“ 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს შორის მე-9  ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია, შეიძლება ის Top 10 მეკარეებს შორისაც კი შედის, მაგრამ ახლა მისთვის ვითარება რადიკალურად შეიცვალა. სილესენი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს აპირებს, თუმცა „ვალენსიაში“ მიღებული სათამაშო წუთებით ეს მას ძალიან გაუჭირდება. ამ სცენარიდან საუკეთესო გამოსავალი მისი წასვლაა, რადგან საკუთარ სამშობლოში ის ბევრად მეტ სათამაშო დროს მიიღებს.

ცნობისთვის, „ვალენსია“ წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით მატჩს დღეს, „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართავს. ლა ლიგის პირველ ტურში გატუზოს გუნდი 14 აგვისტოს „ჟირონას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი შეთანხმებულია - მამარდაშვილი ვალენსიასთან კონტრაქტს ახანგრძლივებს
ყველაფერი შეთანხმებულია - მამარდაშვილი ვალენსიასთან კონტრაქტს ახანგრძლივებს