ყაველაშვილი ფინალში გავიდა - ქერდიკაშვილს მიზნამდე ცოტა დააკლდა
Aa
Aa

ყაველაშვილი ფინალში გავიდა - ქერდიკაშვილს მიზნამდე ცოტა დააკლდა

კანადის ქალაქ ჰალიფაქსში ნიჩბოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და დღეს ნახევარფინალური გაცურვები გაიმართა. ფინალის საგზურის მოპოვების შანსი ბადრი ყაველაშვილსა და მარიამ ქერდიკაშვილს ჰქონდათ და მიზანს მხოლოდ ბადრიმ მიაღწია.

ნახევარფინალიდან ფინალში 3 ნიჩბოსანი გადადიოდა და მარიამს სასურველ შედეგამდე ძალიან ცოტა დააკლდა. ქერდიკაშვილმა მე-4 პოზიცია დაიკავა და ხორვატ ვანესა ტოტს, უკრაინელ ლიუდმილა ლუზანს და ჩილელ მარია მაილიარდს ჩამორჩა.

ყაველაშვილს რაც შეეხება, მან პროგრამა მინიმუმი შეასრულა და მე-3 ადგილზე გავიდა. ბადრი მხოლოდ რობერტს აკმენსსა და იონას დრაეგერს ჩამორჩა.

შეგახსენებთ, რომ მარიამისა და ბადრის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ზაზა ნადირაძეც ასპარეზობს. ამ უკანასკნელმა შესარჩევ გაცურვაში მე-3 ადგილი დაიკავა და ფინალში გადავიდა, ფინალი 6 აგვისტოს, 18:03 დაიწყება!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არანორმალური“ კობი ბრაიანტი - კრის ბოშის ისტორია შავ მამბაზე
„არანორმალური“ კობი ბრაიანტი - კრის ბოშის ისტორია შავ მამბაზე