საქართველოს თასი - ფედერაციაში გათამაშების წილისყრა გაიმართა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
მერვედფინალური ეტაპიდან გათამაშებაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, დინამო ბათუმი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი, საბურთალო ერთვებიან.
დებულების შესაბამისად, მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელი ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება. დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ეტაპის შეხვედრები 13 და 14 სექტემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები 6, 7 და 8 აგვისტოს გაიმართება.