ხვიჩა კვარაცხელია, ზაზა ჯანაშია
Aa
Aa

ზაზა ჯანაშია: „კვარაცხელია ნაპოლიში ვარსკვლავი გახდება“

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ჯანაშიამ „ნაპოლის“ ქართველი შემტევი შეაქო და განაცხადა, რომ მას დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია.

„ხვიჩა ნაპოლიში ვარსკვლავი გახდება. ამხანაგურ მატჩებს ვუყურე და მან ბევრი რამ აჩვენა. მართალია, ეს წინასასეზონო ეტაპია, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, რომ ნაპოლიში ათამაშდება. ხვიჩა პირველად თბილისის დინამოში მუშაობისას ვნახე და მივხვდი, რომ ის ნამდვილი პროფესიონალი გახლავთ. იგი ვარჯიშების შემდეგ რჩებოდა და ორივე ფეხითა და თავით განხორციელებულ დარტყმებზე მუშაობდა.

მას ფეხბურთის გარდა არაფერი აინტერესებს, ნეაპოლი კი საფეხბურთო ქალაქია. ამიტომ, კვარაცხელია მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრებს. იტალიური ფეხბურთი ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო და ახლა იქ თამაში უფრო მარტივია. კვარაცხელია ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელია და მის წინააღმდეგ ასპარეზობა ურთულესი იქნება. გარდა ამისა, იგი ძლიერია და გამძლეობითაც გამოირჩევა“.

შეგახსენებთ, რომ „კვარამ“ ბოლოს „ხირონას“ წინააღმდეგ ითამაშა და მოედანზე ცვლილებაზე შევიდა. 21 წლის ფეხბურთელმა მე-80 წუთზე თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ზუსტად თავადვე შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ამის გარდა, „კვარამ“ გულშემატკივარს საფირმო დრიბლინგებითა და მოძრაობებით დაამახსოვრა თავი და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბ დვალიშვილი: „ჩემს კარიერაში უდიდესი ბრძოლაა, სულერთია როგორ მოვიგებ"
მერაბ დვალიშვილი: „ჩემს კარიერაში უდიდესი ბრძოლაა, სულერთია როგორ მოვიგებ"