ლევან ხარაბაძე
Aa
Aa

მენდიეტა, სალგადო, ბერგი - ხარაბაძე ცნობადი სახეების გუნდში

CrystalSport-ი იუწყებოდა, რომ ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსულ ''პაფოსში'' გააგრძელებდა. მოგვიანებით, ინფორმაცია კვიპროსულმა კლუბმა დაადასტურა, ახლახან კი თბილისის ''დინამოს'' ოფიციალურმა ვებგვერდმა შეთანხმების შესახებ დაწერა, ხარაბაძე კუნძულზე ერთწლიანი იჯარით ითამაშებს:

''დინამო'' თბილისის მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსის უმაღლესი ლიგის ''პაფოსში'' გააგრძელებს. იგი კვიპროსულ გუნდს იჯარის წესით შეუერთდა, კონტრაქტის ხანგრძლივობა კი, ერთ წელს შეადგენს'

''პაფოსში'' რამდენიმე ცნობილი სახე მუშაობს. მთავარ მწვრთნელად ნორვეგიელი ჰენინგ ბერგი დაინიშნა, რომელსაც ''მან. იუნაიტედში'' უთამაშია, ''რეინჯერსში'' ზურაბ ხიზანიშვილისა და შოთა არველაძის თანაგუნდელი იყო. ბერგი 2019-22 წლებში ''ომონიას'' წვრთნიდა. 2020-21 წლებში მისი ხელმძღვანელობით ''ომონია'' ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

''პაფოსის'' საფეხბურთო კონსულტანტის თანამდებობაზე მადრიდის ''რეალის'' ექს-მცველი, მიჩელ სალგადო მუშაობს. ჰენინგ ბერგის მსგავსად ქართველი თანაგუნდელი სალგადოსაც ჰყოლია, პრემიერლიგურ ''ბლექბერნში'' ზურაბ ხიზანიშვილის თანაგუნდელი იყო.

ახლახან ''პაფოსის'' ტექნიკურ დირექტორად გაისკა მენდიეტა დაინიშნა, რომელმაც ''ვალენსიასთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ითამაშა (1999-00, 2000-01). ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მენდიეტა Sky Sports-ში ესპანური ფეხბურთის მიმართულებით მუშაობდა, ახლა კი ფეხბურთში დაბრუნდა და თავს კლუბის ერთ-ერთი მმართველის პოზიციაზე გამოცდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხარაბაძე მენდიეტასთან - ქართველი მცველი კვიპროსულ კლუბში ითამაშებს
ხარაბაძე მენდიეტასთან - ქართველი მცველი კვიპროსულ კლუბში ითამაშებს