ჯვარედინი მყესები გაუწყდა - წულუკიძეს ოპერაცია რომში ჩაუტარდა
რუსული ''ურალის'' ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა წულუკიძემ ''კრასნოდართან'' შეხვედრის წინ გამართულ ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო, მარჯვენა ფეხის მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელს ოპერაცია რომში, კლინიკა ''ვილა სტიუარტში'' ჩაუტარდა.
კლუბის ინფორმაციით, წარმატებული ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელი ფიზიოთერაპიის კურს გადის. 16 აგვისტოს, ლუკა წულუკიძე ეკატერინბურგში დაბრუნდება, სადაც ის რეაბილიტაციის კურს გააგრძელებს.
წულუკიძეს ''ურალთან'' კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. გასული სეზონის მეორე ნახევარში ლუკამ FIFA-ს წესი გამოიყენა და ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვა, თუმცა ზაფხულში კლუბს დაუბრუნდა და კარიერას რუსეთში აგრძელებს.
18 წლის ლუკა წულუკიძე ''საბურთალოს'' აღზრდილია, საქართველოს 18 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.