ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

უარის თქმა არ შემიძლია - რიგლერმა ლოჩოშვილზე ისაუბრა

''ვოლფსბერგერის'' პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმა Krone-სთან საუბარში დაადასტურა, რომ ლუკა ლოჩოშვილის მიმართ დიდი ინტერესია. მისი თქმით, ამ ეტაპზე საუბარი სატრანსფერო თანხაზე მიმდინარეობს. 

იტალიური მედიის ცნობით, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ჰელას ''ვერონა'' აქტიურობს, რომელმსაც ავსტრიულ კლუბს ოფიციალური წინადადებით მიმართა, იტალიური კლუბი მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 1,5-1,6 მილიონი ევრო გადაიხადოს.

''ვოლფსბერგერის'' პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმა ლუკას შესახებ ისაუბრა და ფაქტოვრივად, ჰელას ''ვერონაში'' ტრანსფერი დაადასტურა:

''სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით უარის თქმა არ შემიძლია. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ლუკას პროგრესი ეჩვენებინა და შემდეგ სარფიანად გაგვეყიდა''.

ჰელარს ''ვერონას'' გარდა ლოჩოშვილის მიმართ ინტერესი ''სამპდორიას'', ''ტორინოსა'' და ''უდინეზეს'' აქვს. CrystalSport-ის ცნობით, ''სამპდორია'' ლოჩოშვილისთვის ბრძოლას ჩამოშორდა, რადგან ფეხბურთელის გადაბირებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი არ აქვს. მოგეხსენებათ, ''ვოლფსბერგერი'' ქართველი მცველის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა შესაძლოა ჰელას ''ვერონას'' წინადადებას დათანხმდეს.

Transfermarkt-ის მიხედვით, 24 წლის ფეხბურთელი 1.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიულ გუნდს 2020 წელს, თბილისის „დინამოდან“ შეუერთდა და ამ დრომდე „ვოლფსბერგერის“ მაისურით 71 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ბარნლის რადარზე - კლარეტები შეთავაზების გაკეთებაზე ფიქრობენ
მიქაუტაძე ბარნლის რადარზე - კლარეტები შეთავაზების გაკეთებაზე ფიქრობენ