ბუდუმ ისევ გაიტანა - ქართველთა კლუბების გამოსვლა ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე
Aa
Aa

ბუდუმ ისევ გაიტანა - ქართველთა კლუბების გამოსვლა ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე

დღეს, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა და ქართველი ლეგიონერების გუნდები ევროტურნირებისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ვაკო გვილიას „რაკუვმა“ პირველ შეხვედრაში სერიოზული უპირატესობა მოიპოვა და „ტრნავა“ სტუმრად 2:0 დაამარცხა.

წარმატებული სტარტი ჰქონდა „აპოელს“. გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილის გუნდმა „ყიზილჟარი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. დაუშვილი ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და მოედანზე 74 წუთი გაატარა, ქვილითაიას კი ტრავმის გამო არ უთამაშია.  კვიპროსიდან აზერბაიჯანში გადავინაცვლოთ, სადაც ბაქოს „ნეფთჩიმ“ ვენის „რაპიდი“ 2:1 დაამარცხა. სოლომონ კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა და ბოლო წუთზე გუნდის გადარჩენასთან ახლოს იყო, მაგრამ მიზნამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

„დინამო ბათუმის“ მძლეველ „ლეხს“ ცუდი სტარტი გამოუვიდა. პოლონურმა კლუბმა ისლანდიაში წააგო და „ვიკინგურ რეიკიავიკთან“ 0:1 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელებმა თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყეს და კვეკვესკირი მოედანზე მესამოცე, ხოლო წიტაიშვილი - 61-ე წუთზე შევიდა. ბუდუ ზივზივაძის „მოლ ფეჰერვარმა“ პირველი შეხვედრა სოლიდური უპირატესობით მოიგო და „პეტროკუბი“ 5:0 გაანადგურა. ბუდუ თამაშში მეორე ნახევრის სტარტზე ჩაერთო და 88-ე წუთზე პენალტი შეაგდო.

კონფერენს ლიგიდან ევროპა ლიგაზე გადავიდეთ, სადაც „სლოვანი“ და „შკუპი“ ასპარეზობენ. სლოვაკური გუნდი სენსაციის გამოცხობასთან ახლოს იყო და 85-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, თუმცა კარი მშრალად ვერ შეინახა და „ოლიმპიაკოსთან" ფრეს დასჯერდა - 1:1. სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და „ჩაკვე" 92-ე წუთზე შეცვალეს. „შკუპის“ რაც შეეხება, გაგი მარგველაშვილის გუნდმა „შემროკ როვერსთან“ 1:3 წააგო, ქართველმა მცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ბარნლის რადარზე - კლარეტები შეთავაზების გაკეთებაზე ფიქრობენ
მიქაუტაძე ბარნლის რადარზე - კლარეტები შეთავაზების გაკეთებაზე ფიქრობენ