რენატო სანჩესი
Aa
Aa

ოფიციალურად - რენატო სანჩესი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია

პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, რენატო სანჩესმა „ლილი“ დატოვა და კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ განაგრძობს. პარიზულმა კლუბმა სოციალურ ქსელებში პოსტები გამოაქვეყნა და ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

„პარკ დე პრენსის“ ბინადართა მიხედვით, სანჩესმა კლუბს საკუთარი მომავალი 2027 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირა. ფრანგული პრესის ინფორმაციით, მის სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენმა“ 15 მილიონი ევრო გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ლიგა 1-ის ეგიდით, 24 წლის ფეხბურთელმა 25 მატჩი ჩაატარა. იგი „ლილის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. გეტყვით იმასაც, რომ პარიზელები ნახევარდაცვაში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავენ და აპირებენ, გუნდიდან იდრისა გეიე და ლეანდრო პარედესი გაუშვან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ბარნლის რადარზე - კლარეტები შეთავაზების გაკეთებაზე ფიქრობენ
მიქაუტაძე ბარნლის რადარზე - კლარეტები შეთავაზების გაკეთებაზე ფიქრობენ