ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„პირველად, როცა ბაზაზე ტაქსით მივდიოდი, ხალხმა მაშინვე მიცნო“ - კვარაცხელია

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ჟირონასთან“ მატჩამდე „ნაპოლის“ Facebook-გვერდს ესაუბრა და მცირე კომენტარი გააკეთა.

როგორც ვიგებთ, ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში ყოფნით ბედნიერია და მას გულშემატკივრების დამოკიდებულებაც ახარებს.

რა თქვა ხვიჩამ:

აქ ფეხბურთელების მიმართ შესანიშნავი მიდგომა აქვთ და გულშემატკივრებს ვპირდები, რომ კლუბის წარმატებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები. ისინი კლუბზე ყოველთვის კარგად ლაპარაკობენ.

პირველივე ჩამოსვლის შემდეგ, როდესაც ბაზაზე ტაქსით მივდიოდი, ხალხმა მაშინვე მიცნო. აქ ყოფნა ახალი გამოცდილების მისაღებად შესანიშნავი შესაძლებლობაა. ახალი სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით და გულშემატკივარს მაქსიმალურ ერთგულებას ვპირდები. Forza Napoli, სამუდამოდ!

ამ კომენტარის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა „ჟირონასთან“ ითამაშა და „ნაპოლის“ ქომაგებს თავი კიდევ ერთხელ დაამახსოვრა. კვარამ მე-80 წუთზე თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა და საბოლოო ანგარიში, 3:1 დააფიქსირდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩამ საკუთარ Instagram-გვერდზე სთორი გამოაქვეყნა, წარწერით - „მიყვარს ეს შეგრძნებები“.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლუჩიანო სპალეტის გუნდი იტალიის სერია A-ს ახალ სეზონს 15 აგვისტოს, „ვერონასთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს.

კვარას საუკეთესო მომენტები ჟირონასთან:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მას სპექტაკლის დადგმა შეუძლია - სპალეტი კვარაცხელიაზე
მას სპექტაკლის დადგმა შეუძლია - სპალეტი კვარაცხელიაზე