მამარდაშვილის მორიგი მატჩი - ვალენსია მესამე ლიგელთან დამარცხდა
წინასასეზონო მოსამზდებელი ეტაპის ფარგლებში „ვალენსიამ“ მომდევნო შეხვედრა მესამე ლიგელ „კასტელონთან“ გამართა და ყველასთვის მოულოდნელად, მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.
გუშინდელ შეხვედრაში ჯენარო გატუზოს გადაწყვეტილებით ძირითად შემადგენლობაში არა გიორგი მამარდაშვილი, არამედ ხაუმე დომენეკი იყო. ქართველი მეკარე სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა. დარჩენილ 25 წუთში ქართველი მეკარე დამაჯერებლად გამოიყურებოდა შეხვედრა მშრალად დაასრულა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე, კიალუ კონემ გაიტანა.
„ვალენსია“ მოსამზადებელი ეტაპის ბოლო მატჩს 6 აგვისტოს, „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართავს, ლა ლიგის ახალი სეზონი კი 14 აგვისტოდან დაიწყება. პირველ ტურში ჯენარო გატუზოს გუნდის მეტოქე „ჟირონა“ იქნება.