ნაპოლი, ჟირონა
Aa
Aa

გოლი და მორიგი კარგი მატჩი - კვარაცხელია ჟირონასთან საუკეთესო იყო

სერია ა სულ მალე განახლდება. „ნაპოლი“ მოსამზადებელ პერიოდს აგრძელებს და მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. „პარტენოპეი“ „ჟირონას“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

სპალეტიმ სასტარტო თერთმეტეულში კვარაცხელია არ დააყენა, თუმცა შეხვედრაში მისი ჩართვა მატჩის 24-ე წუთზე პოლიტანოს ტრავმის გამო მოუხდა. პირველ ტაიმში არც „ნაპოლი“ და არც ხვიჩა არ ბრწყინავდა.

მიუხედავად პასიური თამაშისა, სპალეტის გუნდმა ანგარიში 27-ე წუთზე გახსნა. ბურთ საკუთარ კარში ლოპესმა ჩაჭრა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმი კვარაცხელიას ბენეფისად იქცა. ახალგაზრდა ქართველი საკმაოდ აქტიური იყო. ჰქონდა რამდენიმე კარგი დრიბლინგი და მომენტი. მატჩის 56-ე წუთზე კასტელანოსმა ანგარიში გაათანაბრა და ამის შემდეგ „ნაპოლი“ აღარ გაჩერებულა.

77-ე წუთზე პეტანიამ საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. მე-80 წუთზე კი ესპანური გუნდის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ხვიჩამ გამოიმუშავა და ზუსტად თავადვე შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა კიდევ ერთ მატჩში შეძლო თავის გამოჩენა. საბოლოოდ „ნაპოლიმ“ 3:1 მოიგო.

კვარაცხელიას ყველა მომენტი „ჟურონასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარცხენა ფლანგი მისი სამფლობელოა“ - La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
„მარცხენა ფლანგი მისი სამფლობელოა“ - La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე