ირაკლი აზაროვი, ცრვენა ზვეზდა
Aa
Aa

ცრვენა ზვეზდაში ირაკლი აზაროვის ტრანსფერი უახლოეს საათებში დაიხურება

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ირაკლი აზაროვის უკვე სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში იმყოფება და ცრვენა ზვეზდასთან კონტრაქტს უახლოეს საათებში გააფორმებს.

Crystalsport-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც შეთანხმებას ოფიციალური სახე მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, ბოლო წლებში კი ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა. გია გეგუჩაძის გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 65 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა საქართველო, რომ თქვენი შვილი გვაჩუქეთ“ - ხვიჩაზე გაგიჟებული ნაპოლის ფანი
„მადლობა საქართველო, რომ თქვენი შვილი გვაჩუქეთ“ - ხვიჩაზე გაგიჟებული ნაპოლის ფანი