გიორგი მამარდაშვილი, იასპერ სილესენი
Aa
Aa

მისი წასვლის პროცესი დაჩქარდა - მამარდაშვილის კონკურენტი ვალენსიას მალე დატოვებს

„ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილის ერთ-ერთი კონკურენტი, იასპერ სილესენი კლუბს მალე დატოვებს. ამ ინფორმაციას რამდენიმე ესპანური გამოცემა ავრცელებს და იწერება, რომ ეს კვირა გადამწყვეტი იქნება.

AS-ის მიხედვით, „ღამურებმა“ და სილესენმა 33 წლის მეკარის წასვლის პროცესი დააჩქარეს და იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებსაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურებათ, სილესენი პირველი იქნება, ვინც გუნდს დატოვებს. AS-ის ცნობით, ნიდერლანდელის გარშემო ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ კლუბმა გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს და „ღამურები“ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.

მსგავს ინფორმაციას ავრცელებს El Desmarque-ი და წერს, რომ ამხანაგურ მატჩებში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ ნათელი გახადა. ჯენარო გატუზოს არჩევანი გაკეთებული აქვს და მისი ნომერ პირველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია, სილესენს კი ადგილსამყოფლის გამოცვლა მოუწევს. Marca-ს ცნობით, იასპერი სამშობლოში დაბრუნდა და დიდი ალბათობით, კარიერას „ნაიმეგენში" განაგრძობს.

ესპანური გამოცემის მიხედვით, ამ კვირას, ნიდერლანდელის წარმომადგენლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართება და მისი მომავალი გადაწყდება. არის შანსი, მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტონ და იასპერმა „ჩე“ უსასყიდლოდ დატოვოს. ნიდერლანდელმა თავისი გასახდელი უკვე დააცარიელა და მისი წასვლა დროის საკითხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოთხოვნები წამოაყენა - რა შემთხვევაში წავა დეპაი ბარსადან?
მოთხოვნები წამოაყენა - რა შემთხვევაში წავა დეპაი ბარსადან?