თედო აბჟანდაძე, ოთარ გიორგაძე
Aa
Aa

ოფიციალურად: ოთარ გიორგაძის და თედო აბჟანდაძის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს ნაკრების მორაგბეები, ოთარ გიორგაძე და თედო აბჟანდაძე კარიერას საფრანგეთის Pro D2-ის გუნდ „მონტაბანში“ გააგრძელებენ. ინფორმაციას ფრანგული კლუბი ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

ქართველი მორაგბეები ბოლოს ტოპ 14-ში „ბრაივში“ რამდენიმე წლის განმავლობაში ასპარეზობდნენ და მნიშვნელოვანი გამოცდილებაც დააგროვეს.

თედო აბჟანდაძემ ტოპ 14-ში და ჩელენჯ ქაფზე „ბრაივის“ მაისურით 3 სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და რამდენიმე შეხვედრაში ჩელენჯ ქაფზეც ითამაშა. მისი ახალი კლუბის წარმომადგენლები მის საერთაშორისო კარიერასაც გამოყოფენ და განსაკუთრებით ბოლოს, იტალიასთან მატჩზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელშიც თედომ 2 ლელოს გატანა შეძლო.

რაც შეეხება გიორგაძეს, 26 წლის მორაგბე „ბრაივში“ გაცილებით დიდი ხანი თამაშობდა და საერთო ჯამში 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თავი კი 7 ლელოთი გამოიჩინა.

კლუბის ინფორმაციით, ქართველი მორაგბეების პრეზენტაცია 2 აგვისტოს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოემბრის ტესტმატჩები: საქართველო 3 საინტერესო შეხვედრას გამართავს
ნოემბრის ტესტმატჩები: საქართველო 3 საინტერესო შეხვედრას გამართავს