კომო
Aa
Aa

ოფიციალურად - ფაბრეგასი კომოს ფეხბურთელია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გახურდა. ევროპული გრანდები საუკეთესო ფეხბურთელებისთვის იბრძვიან. საინტერესო სიტუაცია შეიქმნა ცესკ ფაბრეგასის გარშემო. ცნობილი გახდა, რომ ვეტერან ესპანელს სერია ბ-ს წარმომადგენელს „კომოს“ უკავშირებდნენ.

დღეს, იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა გვამცნო, რომ ფაბრეგასი მათ რიგებს შეუერთდა. ცესკმა 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ცნობისთვის, „კომოს“ დირექტორთა საბჭოში „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი დენის ვაისი მუშაობს, რომელსაც ფაბრეგასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. Daily Star-ის ცნობით, ტრანსფერის გაჩარხვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ამ ორი ადამიანის მეგობრობაა.

„ჩელსის“, „არსენალის“ და „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ის სრულიად ჯანმრთელია. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ფაბრეგასმა თითქმის მთლიანი სეზონი გამოტოვა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში „კომომ“ სერია ბ-ში 38 ტურის შემდეგ, 47 ქულა დააგროვა. 11 მოგება, 14 ფრე და 13 წაგება - ასეთია ფაბრეგასის მომავალი კლუბის სტატისტიკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"კაპელოს შეფასება გასათვალისწინებელია" - LIVERPOOL.COM კვარაცხელიაზე წერს