''ჩვენს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს'' - ოქრიაშვილი ჩონბუკში არ ითამაშებს
სამხრეთკორეული საფეხბურთო კლუბის, ''ჩონბუკის'' განცხადებით, თორნიკე ოქრიაშვილმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. კლუბი კონტრაქტის გაწყვეტის კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს. ''ჩონბუკის'' განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ჩონბუკმა'' თორნიკე ოქრიაშვილი 15 ივლისს, სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებამდე დაიმატა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მისი მონაცემები კლუბის მოთხოვნებს არ შეესაბამება. ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე შევთანხმდით. ქომაგებს ბოდიშს ვუხდით, რომლებიც მის თამაშს ელოდნენ. თორნიკეს წარმატებებს ვუსურვებთ''.
შეგახსენებთ, გასული სეზონის შემდეგ ოქრიაშვილმა კვიპროსული აპოელ-ი დატოვა, ''ჩონბუკთან'' კონტრაქტი ივლისში გააფორმა, თუმცა კლუბმა სამედიცინო შემოწმების შემდეგ მასთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა.