ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა ლევანდოვსკის და ჰალანდის გვერდით - ევროპაში ხვიჩა გამოარჩიეს

მიმდინარე წლის საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. იმის მიუხედავად, რომ სატრანსფერო გარიგებების პერიოდის დასრულებამდე ერთი თვე რჩება, გულშემატკივრებმა ბევრი ხმაურიანი ტრანსფერი იხილეს და ამ ერთ თვეშიც არაერთი გარიგების მომსწრენი გავხდებით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში გულშემატკივარმა ბევრი საინტერესო ტრანსფერი ნახა, მაგალითად: რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონაში, ანტონიო რიუდიგერი მადრიდის რეალში, ერლინგ ჰოლანდი მანჩესტერ სიტიში და ა.შ. ქართველებისთვის ყველაზე საინტერესო კი ალბათ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერია.

პორტუგალიურმა სააგენტო Newseu.pt-მ საკუთარ ვებ-გვერდზე ევროპის მასშტაბით ტოპ-5 ლიგიდან იმ ფეხბურთელების სახელები გამოაქვეყნა, რომელთა დებიუტსაც გულშემატკივრები ყველაზე დიდი ინტერესით ელიან. საგულისხმოა, რომ სტატიის ავტორებმა აზრი ამ ქვეყნებში მოღვაწე სპორტულ ჟურნალისტებს ჟურნალისტებს ჰკითხეს და ჩვენდა სასიხარულოდ, იტალიელმა ჟურნალისტებმა სერია A-დან ხვიჩა კვარაცხელია და „მილანის“ ახალწვეული, დივოკ ორიჯი გამოარჩიეს.

რა წერია სტატიაში „კვარაზე“:

ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მის გარშემო უკვე დიდი აჟიოტაჟია შექმნილი. ქართველი გარემარბი ნაპოლიში ნამდვილად გამორჩეულია და პერსპექტივაც საკმაოდ დიდი აქვს. მან უკვე გამოიჩინა თავი საქართველოს ნაკრებში, ბათუმის დინამოში და ყაზანის რუბინში, ახლა კი ნაპოლიში, ლორენცო ინსინიეს ჩანაცვლებას ეცდება. ის არის სწრაფი, მაღალი, აქვს გამორჩეული დრიბლინგი და ყოველთვის გოლისკენ ისწრაფვის. სერია A-ში თავის დამკვიდრება მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ მას ამისთვის ყველა თვისება აქვს. თუ ის ამას დიეგო მარადონას ძველ სახლში გააკეთებს, ის ხალხის გმირი იმ დონემდე გახდება, რომ გულშემატკივრები მისი სახელის სწორად წარმოთქმასაც კი ისწავლიან.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩას გარდა ჟურნალისტებმა სხვა ლიგებიდან ისეთი ფეხბურთელები გამოარჩიეს, როგორებიც არიან რობერტ ლევანდოვსკი, ერლინგ ჰალანდი და სხვები.

ჟურნალისტების არჩევანი ასე გამოიყურება:

ლა ლიგა - რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), ანტონიო რიუდიგერი (რეალი)

პრემიერ ლიგა - ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი), გაბრიელ ჟეზუში (არსენალი)

ბუნდეს ლიგა - სადიო მანე (ბაიერნი), მარიო გიოტცე (აინტრახტი)

ლიგა 1 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი), ვიტინია (პსჟ)

სერია A - დივოკ ორიჯი (მილანი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია
„არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია" - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება