ანკალაევმა სმიტი დაანოკაუტა - დაღესტნელის საოცარი სერია გრძელდება
გამთენიისას დალასში UFC-ის ღონისძიება შედგა, რომელზეც დიდ ყურადღებას იპყრობდა დაღესტნელი მაგომედ ანკალაევისა და ამერიკელი ენტონი სმიტის დაპირისპირება, რომელიც ორ რაუნდს გაგრძელდა და ანკალაევის გამარჯვებით დასრულდა.
ანკალაევმა ბრძოლა დამაჯერებლად და დომინანტურად ჩაატარა. პირველ რაუნდში მან სმიტს უძლიერესი დარტყმის შედეგად ფეხი მოტეხა.
მეორე რაუნდში კი საქმე პარტერში გადაყვანით დაასრულა. დაუნდობელი დარტყმების კასკადი მოუწყო და დაანოკაუტა - ანკალაევმა მოიგო. სმიტმა არენა თავისი ფეხით ვერ დატოვა, მას დახმარება დასჭირდა.
ამრიგად, მაგომედ ანკალაევმა UFC-ში ზედიზედ მე-9 ბრძოლა მოიგო, რომელთაგან 5 ნოკაუტით. ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში დაღესტნელი მებრძოლი თავის საოცარ სერიას აგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგი ამჟამად სხვა არცერთ მებრძოლს არ აქვს. რეიტინგში მე-4 ადგილზე მყოფი ანკალაევი სავარაუდოდ, საჩემპიონო ბრძოლას მალე მიიღებს.