''სპალეტის ხედვები სწრაფად უნდა აითვისოს'' - IL MATTINO-ს სტატია ხვიჩაზე
იტალურმა გამოცემა IL MATTINO-მ ''ნაპოლის'' ფეხბურთელებს ვრცელი სტატია მიუძღვნა. ცხადია, სტატიაში ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელიაც ფიგურირებს. სტატიიდან გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ მონაკვეთს:
''ლუჩიანო სპალეტი ახალ გუნდს ქმნის, რომელშიც მთავარი ფიგურა ვიქტორ ოსიმენია. გუნდს აძლიერებენ ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელები. მარცხენა ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელია მოქმედებს, რომელიც ნეაპოლურმა გუნდმა ბათუმის ''დინამოდან'' დაიმატა. ის გაბედულად მიდის წინ და ცდილობს მეტოქის ფეხბურთელებს გაცდეს. მარცხენა ფლანგზე ''ნაპოლის'' შეუცვლელი ვარსკვლავია. მან ნდობა უნდა გაამართლოს.
კვარაცხელიას აქვს კრეატივი და შთაგონება, ფეთქებადია. მისი კონკურენტი ელმასი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან მარცხენა ფლანგზე თამაშზე უარი თქვა, რადგან თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. დროდადრო ოსიმენი და კვარაცხელია ერთმანეთს უკეთ და უკეთ უგებენ, მათი დუეტი შეტევის ხაზში ყალიბდება. მოედანზე ერთმანეთს პოულობენ და ერთმანეთს ეხმარებიან.
ადანასთან შეხვედრაში დროის მანქანაში ჩავსხედით, პირველი გოლისას კვარაცხელიას ჩაწოდება, ლოსანოს ბრწყინვალე გარღვევა და გოლი. ეს გოლი ინსიენიე-კალეხონის დუეტის გატანილ გოლებს ჰგავდა. ასეთ ფეხბურთს მაურისიო სარის ''ნაპოლი'' თამაშობდა. სპალეტის გუნდი ვითარდება, ის შემტევებთან ბევრს მუშაობს, მისი ხედვები კვარაცხელიამ სწრაფად უნდა აითვისოს''.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ კასტელ დი სანგროში, სადაც კიდევ რამდენიმე დღეს გაატარებს. 31 ივლისს, „პარტენოპეი“ ამხანაგურ შეხვედრას „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართავს. 3 აგვისტოს, „ხირონას“ დაუპირისპირდება, ხოლო 6 აგვისტოს „ესპანიოლს“ გაეჯიბრება.