მამუკა გორგოძე
Aa
Aa

მამუკა გორგოძე: ''საქართველოში რაგბის პოპულარობა იზრდება''

მამუკა გორგოძე ფრანგულ მედიასთან (Rugbyrama) ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მშვიდი ცხოვრება აირჩია და საქართველოს რაგბის კავშირში მუშაობს. მისი თქმით, ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის როლი დიდია.

''რაგბი დიდად არ მენატრება. კარიერის დასრულების შემდეგ ვარჯიშს ვაგრძელებ, ერთი კილოგრამიც არ მომიმატებია, სახლში ვარჯიშისთვის ყველა პირობა მაქვს''.

მიმდინარე თვეში,  ''ბორჯღალოსნებმა'' 6 ერის წარმომადგენელი იტალია დაამარცხეს, მამუკა გორგოძემ ამ თემაზეც ისაუბრა:

''ჩვენთვის იტალიასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისტორიაში პირველად დიდი სარაგბო ერი დავამარცხეთ, რომელმაც უელსს მოუგო. ეს მატჩი ბათუმში გაიმართა, შავი ზღვის სანაპიროზე. სიგიჟე იყო, 20 000 ქომაგი და საოცარი ატმოსფერო. ხალხს ძალიან უყვარს ''ბორჯღალოსნები'', საქართველოში რაგბის პოპულარობა იზრდება''.

მამუკა გორგოძის თქმით, საქართველოს ნაკრების სათამაშო სტილი შეიცვალა:

''რაღაცები იცვლება. გასული წლის ნოემბერში საფრანგეთთან შეხვედრაში მსაჯს კარგად არ უმსჯია, დაფიქსირებული შედეგი 15:41 სამართლიანი არ იყო. შემდეგ ფიჯის ნაკრებთან, რომელიც შესანიშნავი გუნდია, ფრედ ვითამაშეთ. ფიჯი დიდებული გუნდია, მათ მხოლოდ რადრადრა აკლდათ. გასულ წლებში ჩვენი გუნდის ფორვარდები უფრო ეფექტურები იყვნენ, ახლა კი სტილი შეიცვალა და ლელოების დადებით ბეკებიც გამოირჩევიან''.

გორგოძე თვლის, რომ ქართული რაგბის წარმატებაში მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა.

''ბევრს ვშომობთ და მაღალი დონის ნაკრებებს ვეთამაშებით. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა ქართული რაგბის განვითარებისთვის ათეულობით მილიონი დახარჯა. მისი ფინანსური დახმარებით სტადიონები და სარაგბო ცენტრები აშენდა. მისი მადლიერი ვარ''.

მამუკა გორგოძემ ფრანგული კარიერის საწყისი წლებიც გაიხსენა:

''2005 წელს, 21 წლის ასაკში საფრანგეთში გადავედი. საწყისი სამი წელი ძალიან რთული იყო, თუმცა შემდეგ საფრანგეთი ჩემი მეორე სამშობლო გახდა. საფრანგეთმა გულში ჩამიკრა და ბევრი რამ მომცა. მონპელიესა და ტულონს არასდროს დავივიწყებ''.

მამუკა გორგოძე ''მონპელიესა'' (2005-14) და ''ტულონის'' (2014-19) რიგებში ასპარეზობდა. ''ბორჯღალოსნების'' მაისურით 75 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სოფია ბაღიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება - დაუმარცხებელ მეტოქეს მოუგო
სოფია ბაღიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება - დაუმარცხებელ მეტოქეს მოუგო