ჩელსი, ნაპოლი, კეპა არისაბალაგა
Aa
Aa

თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ - კეპა ნაპოლიში ითამაშებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა აქტიურ ფაზაშია. ევროპული გრანდები გაძლიერებას აგრძელებენ. გამონაკლისი არც „ნაპოლი“ გახლავთ, რომელმაც დავიდ ოსპინა გუნდიდან გაუშვა და ახლა ახალი მეკარის ყიდვას ცდილობს.

იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ „პარტენოპეიმ“ კანდიდატი შეარჩია. სპალეტის საკუთარ გუნდში კეპა არისაბალაგას ხილვა სურს.

ცნობილი ხდება, რომ „ჩელსისა“ და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება და 1994 წელს დაბადებული ესპანელი ნაეპოლურ კლუბში ითამაშებს. გასარკვევი მხოლოდ საბონუსე სისტემაა. „არისტოკრატები“ 1.5 მილიონ ევროს ითხოვენ, ხოლო ჯერჯერობით აღნიშნული თანხა იტალიელებს არ აწყობთ. ცნობისთვის, საუბარი იჯარის წესით გადაბარგებაზეა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი კარის დარაჯის სიტუაცია „ჩელსიში“ მას შემდეგ გართულდა, რაც გუნდში ედუარდო მენდი მოვიდა. სენეგალელი მეკარე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა და 80 მილიონად ნაყიდი არისაბალაგა სათადარიგოთა სკამზე დაჯდა.

ცნობისთვის, 28 წლის ესპანელი „არისტოკრატების“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს და დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 123 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
9 ფეხბურთელის გაშვებას აპირებს - ტუხელის სამომავლო გეგმები
9 ფეხბურთელის გაშვებას აპირებს - ტუხელის სამომავლო გეგმები