20 ქულა და 11 მოხსნა - ბეჟანიშვილმა კანადაში გაიბრწყინა
23 წლის ქართველმა კალათბურთელმა გიორგი ბეჟანიშვილმა კანადურ „გუელფ ნაითჰოუკსში“ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.
კანადის ელიტარული ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნით შეხვედრაში „ნაითჰოუკსმა“ სტუმრად „ნიუფაუნდლენდ გროულერსთან“ 87:80 მოიგო.
ბეჟანიშვილმა 28.02 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი გაიფორმა - 20 ქულა, 11 მოხსნა, 4 გადაცემა. ეს კანადაში ქართველი კალათბურთელის პირადი რეკორდი გახლავთ. 3-დან 1 ზუსტი სამქულიანი ჩააგდო, 9-დან 7 ზუსტი ორქულიანი, სამივე საჯარიმო ზუსტად ისროლა და 2 ჯარიმაც მიიღო.
ბეჟანიშვილის გუნდი რეგულარულ სეზონში 10 მოგებითა და 10 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიცია დაიკავა და პლეი-ოფში თამაშის უფლებაც მოიპოვა.
The duo that gets it done #LetsBall #NFGvsGNH pic.twitter.com/4ygCplGGLL
— CEBL (@CEBLeague) July 30, 2022