"მანჩესტერმა რონალდუ ჯანდაბაში უნდა გაუშვას და რაც შეიძლება სწრაფად მოიშოროს"
„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ მერსონმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვისკენ მოუწოდა.
„მანჩესტერ იუნაიტედმა კრიშტიანუ რონალდუ ჯანდაბაში უნდა გაუშვას და ის მოიშოროს. საგა უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად.
მან თქვა რაც უნდა, მაშინ რატომ აკავებთ? ბიჭი სახლში უსაქმურად არ დაჯდება, მას ამ სეზონში ფეხბურთი ჯერ არ უთამაშია, ის 37 წლისაა. ნებისმიერი ფეხბურთელი გეტყვით, ფორმაში რომ იყოთ, მატჩებში მონაწილეობა გჭირდებათ, ამიტომაც არის წინასასეზონო მზადება.
არ ვიცი, როგორ მიიღებენ ამას გულშემატკივრები, რადგან რონალდუმ ნათლად თქვა, რომ მას წასვლა სურს. ის არავის სჭირდება, ის გაურკვევლობაშია ჩარჩენილი.
ვფიქრობ, იუნაიტედს მოეწონება, თუ ის წავა, რა თქმა უნდა, ისინი ბედნიერები იქნებიან. მაგრამ საქმე ისაა, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს ყველაფერი. მხოლოდ რონალდუს რომ დაემშვიდობონ, გულშემატკივრები გაგიჟდებიან. მაგრამ თუ შეძლებს კლუბი და კრიშტიანუს ამ ამბავში ცუდად წარმოაჩენს, ვფიქრობ, სასურველ შედეგს მიაღწევენ.
მართალი გითხრათ, არ მგონია, რომ ის იუნაიტედს რაიმე სიკეთეს უკეთებს. ხალხი ამბობს, რომ რონალდუმ გასულ სეზონში 24 გოლი გაიტანა, მაგრამ სეზონის მსვლელობისას არ გამოჩენილა, რომ გუნდი რაიმე ტიტულისთვის იბრძოდა.
მშვენიერია, რომ რონალდუ ამდენი გოლის გატანას ახერხებს, მაგრამ ის ჰგავს სნუკერის მოთამაშეს, რომელიც მაქსიმალურ ბრეიკს აკეთებს ყველა მატჩში, მაგრამ ვერასდროს იგებს ტურნირებს“,
შეგახსენებთ, რომ ამჟამად რონალდუ კლუბში იმყოფება და გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა მისი მომავალი ამ დრომდე გაურკვევლად რჩება.