ჟიულ კუნდე
Aa
Aa

გამოსასყიდი 1 მილიარდია - ბარსელონა კუნდეს 1-ელ აგვისტოს წარადგენს

ფრანგმა ფეხბურთელმა, ჟიულ კუნდემ „ბარსელონაში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა. 23 წლის უკანახაზელს ყველაფერი რიგზე აქვს და „ბლაუგრანას“ ოფიციალური განცხადების მიხედვით, კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.

კატალონიელების თქმით, კუნდე მათ საკუთარ მომავალს 5 წლით დაუკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება. 1-ელ აგვისტოს, კუნდეს წარდგენა გაიმართება და ცერემონია ადგილობრივი დროით, 11:00-ზე დაიწყება.

11:30-ზე, კუნდე ტიტო ვილანოვას სახელობის მოედანზე გავა და ფოტოსესიას გამართავს, 12:15-ზე კი პრესკონფერენციაა ჩანიშნული. „ბარსელონას“ სატრანსფერო თანხა არ გაუსაჯაროებია, მაგრამ ესპანური პრესის ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ გარიგება 55 მილიონი ევრო დაუჯდა. „კამპ ნოუზე“ გადასვლა კუნდეს სურვილი იყო და „ჩელსისთან“ ბრძოლაში ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღმოჩნდა. ფრანგი მცველის დამატება ჩავისაც უნდოდა და ესპანელი სპეციალისტი თვლის, რომ მისი ტრანსფერი გუნდს ერთიორად გააძლიერებს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფრანგი „სევილიას“ 2019 წელს „ბორდოდან“ შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, კუნდემ ანდალუსიური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 133-ჯერ მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მინდოდა, ბიჭებთან ერთად ვყოფილიყავი
„ძალიან მინდოდა, ბიჭებთან ერთად ვყოფილიყავი" - მამუკელაშვილი ნაკრებს შეუერთდა