გაფრინდაშვილის სადებიუტო გოლი და წითელი ბარათი - ზაგლებიემ პიასტი დაამარცხა
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-3 ტურში, ქართველი ფეხბურთელების „ზაგლებიე“ სტუმრად „პიასტს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. „ზაგლებიეს“ მხრიდან ერთადერთი გოლი თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანა.
25 წლის შემტევმა „ზაგლებიეს“ მაისურით სადებიუტო ბურთი შეაგდო და მეტოქის კარი 61-ე წუთზე აიღო. მის გოლს რამდენიმე წუთის განმავლობაში VAR-ზე ამოწმებდნენ და თამაშის განხლებიდან წამების შემდეგ, თორნიკეს მოედნის დატოვება მოუწია. გაფრინდაშვილმა იუხეშა და მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა.
კაცნაკლულმა „ზაგლებიემ“ უპირატესობა შეინარჩუნა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. სტუმართა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო გურამ გიორბელიძე, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა და არბიტრის მიერ კომპენსირები დროში ვოზნიაკმა შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ „ზაგლებიეს“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილს იკავებს. ქართველების გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 აგვისტოს გამართავს და მოქმედ ჩემპიონს, პოზნანის „ლეხს“ დაუპირისპირდება.