სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„ძალიან მინდოდა, ბიჭებთან ერთად ვყოფილიყავი" - მამუკელაშვილი ნაკრებს შეუერთდა

„მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სლოვენიაში შეუერთდა. „მამუმ“ მოკლე კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ ვარჯიშის უფლება 4 აგვისტომდე არ აქვს, მაგრამ გუნდთან ერთად ყოფნა ძალიან უნდოდა და ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

„ნაკრებს შევუერთდი და როგლაში ჩემს მწვრთნელთან ერთად ჩამოვედი. NBA-ის რეგულაციების მიხედვით, ნაკრებში ვარჯიშის უფლება 4 აგვისტომდე არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინდოდა, ბიჭებთან ერთად ვყოფილიყავი, რათა მენახა, რას გადიან და რას სწავლობენ. მინდოდა, მათთან ერთად ვყოფილიყავი და მხარში დავდგომოდი, 4-დან კი ვარჯიშს შევუდგები“.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ფორმისა და მზადების პიკში დაახლოებით 20 აგვისტოსთვის უნდა იყოს, როცა ჯერ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს (24 და 27 აგვისტოს), შემდეგ კი, 1 სექტემბრიდან, თბილისში გასამართ ევრობასკეტში ჩაებმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სოფია ბაღიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება - დაუმარცხებელ მეტოქეს მოუგო
სოფია ბაღიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება - დაუმარცხებელ მეტოქეს მოუგო